Thursday, June 22, 2017

რას გვახსენებს 1-ლი ივნისი

სასწავლო წლის ბოლოს გადავწყვიტე ჩამეტარებინა წიგნიერების კვირეული - ,,ჩვენ, ნორჩი მკითხველები“, რომლის მიზანიც იქნებოდა:

 II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
 II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
 II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
 II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგალითად, გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
 II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
 II. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ. შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
 II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

 ა. კითხვის უნარის განვითარება;
 ბ. წაკითხული მასალის სწორად გაგება-გააზრება;
 გ. მეტყველების განვითარება;
 დ. ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
 ე. გაგებული ინფორმაციის სწორად და თანმიმდევრულად გადმოცემა;
 ვ. კრიტიკული აზროვნების განვითარება.